თავდასხმა მოხდა “ტვ პურველის” ჟუნრნალისტ ნატო გოგელიაზე. თავს ახალი ამბების სამსახურის ჟურნალისტს ოზურგეთის რაიონის სოფელ ბახვში დაესხნენ. ნატო გოგელია ინტერვიუს ჩასაწერად მამუკა ანდღულაძესთან მივიდა, რომელმაც თბილისში პარლამენტის შენობის წინ ევროკავშირის დროშა ჩამოხია და დასაწვავად მის თანაგუნდელებს გადასცა.
ჟურნალისტების გამოჩენის შემდეგ, ანდღულაძემ დაამტვრია მობილური ტელეფონი, რომლითაც ჟურნალისტი ვიდეოგადაღებას აწარმოებდა და ფიზკური შეურაცხყოფა მიაყენა “ტვ პირველის” ჟურნალისტს ნატო გოგელიას.
ეს სწორედ ის პირია, რომლის იდენტიფიცირებაც შს სამინიტრომ ამ დრომდე ვერ ან არ მოახერხა.
ჟურნალისტი ნატო გოგლელია სპეციალურ საგამოძებო სამსახურში დაკითხვაზე იმყოფება.