გუშინ , ოზურგეთში ნატო გოგელიაზე თავდასხმის შემდეგ, ჟურნალისტი კომენტარს “გურიის მოამბესთან” აკეთებს.
როგორც გოგელია აცხადებს, მამუკა ანდღულაძემ მასთან საუბარში ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა და დაწვის მცდელობა დაადასტურა , საუბრის ბოლოს კი ანდღულაძე მოულოდნელად გადავიდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, ჟურნალისტს დაუმტვრია ტელეფონი, სადაც სწორედ ძალადობის ამსახველი კადრები იყო გადაღებული. თუმცა გოგელიას განცხადებით, ის აუცილებლად დაანახებს საზოგადოებას , თუ რა არის ამ ადამიანების რეალური სახე და რაზე მიდიან იმისთვი,ს რომ საქართველო რუსეთის გუბერნია გახდეს:
”მას შემდეგ; რაც გოგა მემარნიშვილის განცხადება მოვისმინეთ ყველამ, რომ ყველა იმ პირის იდენთიფიცირება, რომელმაც ჩამოხსნა პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ვერ მოახდინეს, ჩვენ დავადგინეთ ამ პირის ვინაობა, ეს არის მამუკა ანდღულაძე, რომელიც ოზურგეთში ცხოვრბს და ძალადობით არის გამორჩეული. ჯერ კიდევ გასულ წელს ზუსტად ამ დროს მისი და მისი თანაგუნდელების ძალადობის ამსახველი კადრები ყველა ტელევიზიის ეთერში გავიდა, მაშინაც აღიძრა საქმე ,თუმცა არავის არაფერი გაუკეთებია.
ეს ადამიანი ვნახეთ პარლამენტთან, ჩამოხსნა დროშა და გადასცა დასაწვავად მის თანამოაზრეებს და რა თქმა უნდა, გვაინტერესებდა, სულ ცოტა დაკითხა თუ არა ის გამოძიებამ, რადგან კადრებში მისი სახეც გარკვევით ჩანს. მივედით მის საცხხოვრებელ სახლში, მან ჩვეულებრივ გამცა ყველა კითხვაზე პასუხი, საუბარი შედგა ქუჩის ტერიტორიაზე, თქვა, რომ არავინ დაკავშირებია საგამოძიებო უწყებებიდან. დაადასტურა , რომ ნამდვილად ჩამოხსნა დროშა.
ამის შემდეგ საუბარში ჩაერთო სავარაუდოდ მისი მამა, რომელმაც მოითხოვა რომ დაგვეტოვებინა ტერიტორია და ამას მოჰყვა ანდღულაძის მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ეცადა რომ წაერთმია ტელეფონი და ეს მოახერხა კიდევაც, დაამტვრია.
ფიზიკური ძალადობის დროს გადამეფარა მისი დედა და სწორედ ამ დროს მოვახერხე მე გამოქცევა. ამის შემდეგ კი ვხედავ რომ ეს ადამიანი ისევ სოციალურ ქსელში ზის და აზიარებს სხვადასხვა პოსტებს.
რაც შეეხება მის დაკავებას, ვერაფერს გეტყვით, მივეცი ჩვენება ვიყავი ექსპერტიზაზეც .
მამუკა ანდღულაზე საკმაოდ დაახლოებულია ”ქართული ოცნების” წარმომადგენლებთან.
რაც შეეხება კადრებს, არსებობს შეურაცხყოფის ამსახევლი კადრები, თუმცა ეს კადრები იმ ტელეფონშია , რომელიც მან დაამტვრია და ჩვენ ვეცდებით, რომ ეს კადრები აღვადგინოთ, ვეცდებით საზოგადოებას დავანახოთ, რა არის ამ ადამიანების რეალური სახე და რაზე მიდიან იმისთვის რომ საქართველო გახდეს რუსეთის გუბერნია, თუმცა ამას ნამდვილად ვერ შეძლებენ.” – აცხადებს გოგელია .
ცნობისთვის, გუშინ “თავდასხმა მოხდა “ტვ პირველის” ჟურნალისტ ნატო გოგელიაზე. ჟურნალისტს ოზურგეთის რაიონის სოფელ ბახვში ალტ-ინფოს ადგილობრივი ლიდერი მამუკა ანდღულაძე დაესხა თავს. ნატო გოგელია ინტერვიუს ჩასაწერად მამუკა ანდღულაძესთან მივიდა, რომელმაც თბილისში პარლამენტის შენობის წინ ევროკავშირის დროშა ჩამოხია და დასაწვავად მის თანაგუნდელებს გადასცა.