“გწერთ…რადგან გთხოვოთ მხარდაჭერა….მოუყვეთ ყველას ჩემი წამების და…ჩემი სიკვდილით კრემლის პირდაპირი ინტერესის შესახებ”-“გწერთ, რადგან გთხოვოთ მხარდაჭერა“ – მიხეილ სააკაშვილის წერილი ფრანგ ჟურნალისტს

მესამე პრეზიდენტის შესახებ, ფრანგი ჟურნალისტი ბერნარ ანრი ლევი წერს.

მან მიხეილ სააკაშვილისგან წერილი მიიღო, რომელშიც კიდევ ერთხელ ნათქვამია, რომ ის მოწამლეს და ყოველდღიურად მისი ჯანმრთელობა უარესდება.

“გწერთ, რადგან გთხოვოთ მხარდაჭერა- მოუყვეთ ყველას ჩემი წამების და ჩემი სიკვდილით კრემლის პირდაპირი ინტერესის შესახებ. გწერთ იმიტომ, რომ თქვენ 2008 წელს იყავით საქართველოში, როცა პუტინმა მორიგი რკინის ფარდა დატესტა, დღეს კი ამას უკრაინაში აკეთებს. და მინდა მოუყვეთ მსოფლიოს რომ ჩემი სიკვდილი ციხეში იმის ნიშანი იქნება რომ ჩემი ქვეყანა რუსეთის ხელშია და იგივე ბედი ელის ზელენსკისაც, როგორც ლავროვი იმუქრება” – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.
ანრი ლევი მესამე პრეზიდენტს ნავალნის, ხადარკოვსკისა და პუტინის სხვა პატიმრებს ადარებს და წერს, რომ მიხეილ სააკაშვილმაც იცოდა, თუ რა ელოდა სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში, მაგრამ მაინც გადაწყვიტა, პირისპირ შეხვედროდა თავის ბედს.

“ნუთუ ეს ხალხი, მართლაც უმწეოა კრემლის ტერორისტის ურყევი ნების წინაშე?” -წერს ფრანგი საზოგადო მოღვაწე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share