”ნაციონალების მიერ 2012 წელს რეაბილტირებული, ზვიად გამსახურდიას სახელობის თეატრალური მოედანი 11 წლის შემდეგ კრეატიული იდეების ,,გენერატორმა” მერმა ქოცური კუბოებით ჩაანაცვლა.
მომავალ წელს კუბოებს ჟანგი შეჭამს, ახალი რეაბილიტაციისთვის ყველა ტენდერში გამარჯვებული მერის მეგობარი ინოვაციური მიგნებით გააფერადებს მოედანს, კუბოებს ჟანგი, ჟანგს მიწა, ქოცებს ხალხი.” – წერს სოციალურ ქსელში ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი ბესო ქათამაძე ქალაქის ცენტრში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.