AFG გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ სულა სულაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ბავშვს რა უნდოდა ბატუტზე?!
ბავშვს რა უნდოდა შატალოზე?!
ბავშვს რა უნდოდა ჩანჩქერზე?!
ბავშვს რა უნდა საპროტესტო აქციაზე?!
ბავშვს რა უნდოდა ტროტუარზე?!
ერთხელ მაინც გაგჩენიათ კითხვა – ბავშვს რა უნდოდა ქვევრში?!
მე კი. სულ მაწუხებდა ეს კითხვა და ვინც ამაზე დეტალური პასუხები გამცა, როგორც კი მიიღებს უცხო ქვეყნის მფარველობას (და აუცილებლად მიიღებს) რამდენიმე ქოც ლიდერს გადაეჭრება ბიძინასთან ჭიპლარი. ხოლო თავად ბიძინა ამ მძიმე მშობიარობას აუცილებლად გადაჰყვება“, – წერს სულაშვილი.
ცნობისთვის, 2023 წლის 17 მარტს, დიდ დიღომში 12 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. ერთი ვერსიით, ის მ ოკლეს, სხვა ვერსიით, კი მასს საჭმელი გადაცდა და გაიგუდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში.