“ვულოცავ გიორგის, მებრძოლ ბიჭებს და ყველას!”- გიორგი ანწუხელიძის მეუღლე

„ჩემზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ამ გადაწყვეტილებამ. მიხარია, რომ საქართველოს გამარჯვება დაიწყო. ვულოცავ გიორგის, მებრძოლ ბიჭებს და ყველას, ვისაც ამ საკითხზე გული შესტკიოდა.“ – ამის შესახებ აგვისტოს ომის გმირის, გიორგი ანწუხელიძის ცოლმა, მაკა ჩიკვილაძემ „პრაიმტაიმის“ განუცხადა.

მისი თქმით, დიდ ტკივილთან ერთად დღეს ბედნიერია.

„ჩემზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ამ გადაწყვეტილებამ. მიხარია, რომ საქართველოს გამარჯვება დაიწყო. ვულოცავ გიორგის, მებრძოლ ბიჭებს და ყველას, ვისაც ამ საკითხზე გული შესტკიოდა. ჩემთვის ძალიან საამაყოა და უდიდესი პასუხისმგებლობაა გიორგი ანწუხელიძის ცოლობა.

დღეს, უდიდესი სიხარული მქონდა, დადასტურდა, რომ საქართველოს ომი არ დაუწყია. ეს პირველ რიგში, ჩვენი ბიჭების გამარჯვებაა“, – განაცხადა მაკა ჩიკვილაძემ.

გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ, ტყვედ ჩაუვარდა მოწინააღმდეგეს, წამებისა და დაკითხვის შემდეგ კი, ცხინვალის მე-5 სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს. 2008 წლის ნოემბრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ცხინვალიდან ათი ქართველის ცხედარი გადმოასვენეს, გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი გიორგი ანწუხელიძე იყო. 2009 წლის იანვარში ინტერნეტით გავრცელდა ვიდეოები, სადაც მისი წამების კადრები იყო ასახული – გიორგი ანწუხელიძემ სიცოცხლის ფასად უარი თქვა საქართველოს დროშის შეურაცხყოფაზე.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 88
    "მეორე მხარესაც აქვთ ასეთი რუკები"- ინტერვიუ ივერი მელაშვილთანაზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. სასამართლო პროცესი გრძელდება და მხარეები ამ ეტაპზე მტკიცებულებების დასაშვებობას განიხილავენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციის და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის ყოფილი უფროსი, ივერი მელაშვილი უარყოფს, რომ საქართველოს ინტერესების საზიანოდ მოქმედებდა. მისი შეფასებით, ბრალი შეთხზულია, ხოლო კარტოგრაფების…
    Tags: და, რომ, არ, ეს, ამ, იყო, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 87
    "როდესაც საქმეს თავდადებით აკეთებ, მაშინ მოდიხარ მანკიერ სისტემასთან წინააღმდეგობაში""პოლიტიკა ბინძური საქმეა!.. სახელმწიფო მანქანას კი ვერ მოერევი. ამიტომ, იყავი შენთვის, აკეთე შენი საქმე კეთილსინდისიერად, პროფესიონალურად და პოლიტიკა და სიბინძურე შენ არ შეგეხება.." - ბევრჯერ მსმენია ასეთი რჩევა, თუმცა ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ეს მცდარი და მეტიც, ცუდი რჩევაა. სინამდვილეში პირიქითაა: როდესაც საქმეს თავდადებით, ენთუზიაზმით და პროფესიონალურად აკეთებ, სწორედ მაშინ მოდიხარ…
    Tags: და, არ, რომ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 87
    "სახელმწიფოს მზრუნველობა - დათვის ჩახუტებად გადაგვექცა"ისევ ჩაგვკეტეს... უფრო სწორად პატიმრობა 1 თვით გაგვიხანგრძლივეს. უკვე მერამდენედ…განსხვავება ისაა, რომ ერთ კვირაში მოლები გაიხსნება და ფრენები აღდგება. ოღონდ ვინ იფრენს, სად და რატომ, გაუგებარია.  ქართველები, როგორც წითელ ზონაში მყოფი ქვეყნის მოქალაქეები, შენგენის ზონაში ვეღარ შევლენ, ხოლო უცხოელებს, მიუხედავად ჯანმრთელობის სტატუსისა, ქართულ კარანტინში მოუწევთ კვირაზე მეტის გატარება.  სახელმწიფოს მზრუნველობა -…
    Tags: და, რომ, კი, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 87
    "ქალბატონო ჯულიეტა, ძალიან მინდოდა ოდესმე თქვენთვის ეს მეთქვა"ტელეკომპანია "მთავარის" ცნობილი სახე, ტელეწამყვანი თეა ადეიშვილი გუშინ, "პისტფაქტუმში" გიორგი გააბუნიას მონოლოგს ეხმაურება დედაზე და წერს: "ჩვენს ქვეყანაში ძალიან ცოტა ადამიანია მხოლოდ სახელს რომ ახსენებ და ყველა ხვდება ვის გულისხმობ, მის საქმეს, მის სტილს, მის მანერას, მის დანატოვარს - მისი სახელი ქვია და ხახლში მათ ერთდროულად აღიქვამენ დიდ და მიუწვდიმელ…
    Tags: და, რომ, ძალიან, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა