საქართველოს პირველობიდან ბრინჯაო წამოვიღეთ!
17, 18, 19 მარტს ქ. ზუგდიდში ძალოსნობაში 15 წლამდელთა შორის საქართველოს პირველობა გაიმართა.
სპორტულ ასპარეზობაში ჯამში 240 სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას, მათ შორის 12 გოგო.
საქართველოს პირველობაზე ისაპარეზეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ძალოსნობის სექციის სპორტსმენებმა.
მათგან შედეგები გააკეთეს :
შოთა დუმბაძემ ( 55 კგ) III ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედლით მან საქართველოს ნაკრებში გაინაღდა ადგილი.
რაც შეეხება მარიამ გველუკაშვილს, მან მიღწეული რეიტინგით, 140 ქულით ( ატაცის მოძრაობით) ( აკვრით და ორჭიდით, სადაც 86 კგ დააფიქსირა ) მესამე ადგილზე გავიდა. ამ შედეგით მარიამს შანსი გაუჩნდა ნაკრებში მოხვედრის.
ოზურგეთელი მძლეოსნები ასპარეზობისთვის ჯუმბერ ღლონტმა და თემურ თლონტმა მოამზადეს.