მწერალი. დათო ტურაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე წერს.
„ახლა ვესაუბრე მაკა კეკელიძეს, დათო ტურაშვილის მეუღლეს. დათო, ძლიერი ნერვული და სავარაუდოდ, სტენოკარდიული შეტევის გამო, სასწრაფოდ გადაიყვანეს კლინიკაში. ტურაშვილს უმძიმესი ინფარქტი აქვს გადატანილი, შეტევა კი რამ გამოიწვია, მგონი რთული მისახვედრი არ უნდა იყოს“, – წერს კეკელიძე.