“ორი წლის წინ საკუთარ ტყავზე ვიწვნიე…სისტემის დამპალი მსახურების მიერ განაძირლებული ბრბოს მყრალი ოხშივარი….მათი დევნა სისულელეა….მაგრამ წამქეზებლები……აუცილებლად აგებენ ერთ დღეს პასუხს!….ასეთია ჟანრის ლოგიკა”-ზურაბ გურული

“პროპაგანდისტული ნაძირლობები ფრიად მრავალფეროვანია, მაგრამ მათ შორისაც არის გამორჩეულები და ერთი ადამიანის წინააღმდეგ მთელი სისტემის დაპირისპირება ერთერთი მათგანია.
საკუთარ ტყავზე ვიწვნიე სისტემის დამპალი მსახურების მიერ განაძირლებული ბრბოს მყრალი ოხშივარი ორი წლის წინ და ზუსტად ვიცი რასაც გრძნობს ახლა დათო ტურაშვილი საავადმყოფოს პალატაში.
საშინელი ძალა აქვს სიტყვას. უზარმაზარი ენერგიაა მასში. ძალიან ძლიერი უნდა იყოს ადამიანი რომ მისკენ წამოსული ბოროტი სიტყვების ნიაღვარი აიტანოს.
ჩემი გულწრფელი თანაგრძნობა და სოლიდარობა დათო ტურაშვილს.
განაძირლებული ბრბოს დევნა სისულელეა, მაგრამ წამქეზებლები კი აუცილებლად აგებენ ერთ დღეს პასუხს!
ასეთია ჟანრის ლოგიკა”.
წერს ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share