პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს სამყარო მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე დგას და მისი თქმით, ამ პირობებში მთავარობის მთავარი საზრუნავი მშვიდობის შენარჩუნებაა.
ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„დღეს მთელი სამყარო დგას მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე. ეს შეფასება არ არის გადაჭარბებული, ეს არ არის სპეკუკლაცია. ჩვენ ვუყურებთ, ყოველდღე უფრო მეტ დაძაბულობას და მეტ ესკალაციაც. ამ პირობებში, ჩემი, როგორც მთავარობის მეთაურის მთავარი საზრუნავი არის მშვიდობის შენარჩუნება და ჩვენი ქვეყნის გადარჩენა” – ამბობს ღარიბაშვილი.