“ტურიკასადმი და გიორგი კეკელიძესადმი ჩემს სიყვარულს ვერავინ და ვერაფერი მოერევა” – ქეთევან დუმბაძე

„ქართული ოცნების“ წევრმა, ქეთევან დუმბაძემ სოციალური ქსელით ბოლო დროს ტროლ-ბოტების მიერ აგორებული კამპანიის სამიზნეებთან, დათო ტურაშვილისა და გიორგი კეკელიძესთან, მიმართებთ პირადი დამოკიდებულება გამოხატა.

„ვინც არ უნდა მლანძღოს და ფარისეველი მეძახოს, ტურიკასადმი და გიორგი კეკელიძესადმი ჩემ დამოკიდებულებას ვერავინ შეცვლის, ამ სიყვარულს ვერავინ და ვერაფერი მოერევა. რაც მთავარია, ეს ორივემ იცის და ეჭვიც არასდროს შეეპარებათ.
ვისაც მათზე მეტი გაუკეთებია და მათზე მეტი სიყვარული გაუცია, იმათ ჩამქოლონ“ , – წერს დუმბაძე.

შეგახსენებთ, ბოლო დღეებია, თავიანთი სამოქალაქო პოზიციების გამო მწერალი დათო ტურაშვილი და პარლამენტის ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის, გიორგი კეკელიძის საწინააღმდეგოდ ე.წ. შავი პიარ-კამპანია აგორდა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share