კერძოდ, მთავრობის ახალი გადაწყვეტილებით, სუბსიდიის მოცულობა ერთ 50-კილოგრამიან ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე არაუმეტეს 15 ლარი იქნება. ამის შესახებ დადგენილება უკვე გამოქვეყნდა.
„ეთხოვოს პურის მრეწველთა კავშირს, სააგენტოს მიაწოდოს პურის მწარმოებელთა სია, რომელთა თანხმობის საფუძველზეც სააგენტო შემოსავლების სამსახურიდან გამოითხოვს შესაბამის ინფორმაციას პურის მწარმოებელთა შესახებ, რომლებსაც დადგენილების ამოქმედებიდან უკანასკნელი 90 დღის განმავლობაში ელექტრონული სასაქონლო ზედნადებით შესყიდული აქვთ არანაკლებ 75 ტონა ფქვილისა ან იმპორტირებული აქვთ არანაკლებ 140 ტონა ხორბლისა,“-აღნიშნულია დადგენილებაში.
სუბსიდიის გაზრდილი მოცულობა 2021 წლის 1-ლი თებერვლიდან 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით რეალიზებული პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირებაზე გავრცელდება. აღნიშნული მოთხოვნის დარღვევისთვის კი მეწარმე 50 ათასი ლარით დაჯარიმდება.
https://www.bpn.ge