document.body.remove()
გურიის მოამბე

ლანჩხუთში ქართულ ჭიდაობაში ჯამბულათ ხოფერიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა

დღეს 22 მარტს ქ.ლანჩხუთში ქართულ ჭიდაობაში უკრაინაში დაღუპული მებრძოლის, ჯამბულ ხოფერიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა.
ასპარეზობაში მონაწილეობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ჭიდაობის სექციის სპორტსმენებმა მიიღეს.
ოზურგეთელმა ფალავნებმა ტურნირზე საუკეთესო შედეგი აჩვენეს და შინ 17 მედალი, მათ შორის 6 ოქრო, 6 ვერცხლი და 5 ბრინჯაო წამოიღეს.
🥇 I ადგილი
შმაგი კალანდაძე – 40 კგ
გიორგი ბუკავაძე – 60 კგ
საბა შარაშენიძე – 55 კგ
საბა ქურასბედიანი – 66 კგ
ლაშა ბოლქვაძე – 70 კგ
ლუკა ბუცხრიკიძე – მძიმე წონა
🥈 II ადგილი
დაჩი კვერღელიძე – 40 კგ
საბა კოსტავა – 55 კგ
ლევან კალანდაძე – 55 კგ
აკაკი რუსიეავილი – 60 კგ
სერგო გოგოლაძე – 66 კგ
რეზო დიდმანიძე – 80 კგ
🥉 III ადგილი
მათე ჩავლეშვილი – 33 კგ
საბა მახარაძე – 40 კგ
ირაკლი ბურჭულაძე – 45 კგ
ლადო ზოიძე – 60 კგ
დემეტრე როყვა – 60 კგ
ოზურგეთელი სპორტსმენები ასპარეზობისთვის მწვრთნელებმა : დიმიტრი ტუღუშმა, დავით ჩიკაშუამ და გოჩა ბურჭულაძემ მოამზადეს.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights