2017 წლიდან 2022 წლის ჩათვლით, მეტადონით ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში მომსახურება 26 995 ბენეფიციარს გაეწია.
როგორც „ინტერპრესნიუსის“ მიერ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრისგან გამოთხოვილ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნულ პერიოდში, პროგრამაში ქალი ბენეფიციარის ჩართვის 250 შემთხვევა ფიქსირდება.
ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, 2017 წლიდან 2022 წლამდე პერიოდში პროგრამიდან, წლის განმავლობაში ერთხელ ან რამდენჯერმე გასვლის 37 272 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო პროგრამით ერთხელ ან რამდენჯერმე განმეორებით სარგებლობის მაჩვენებელი 17 543-ს შეადგენს.
საქართველოში მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამა 2008 წლის ოქტომბრიდან დაიწყო, 2017 წლიდან კი მას სახელმწიფო სრულად აფინანსებს. პროგრამაში არასრულწლოვან მოქალაქეთა ჩართვა არ ხდება.