“თუ ბოკოვი დაესწრება დღევანდელ პროცესს, შესაძლოა, ერთმანეთის პირისპირაც აღმოვჩნდეთ“-გაბუნია

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი გაბუნიას დაგეგმილი მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. შესაძლოა, პროცესზე ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდენ გიორგი გაბუნია და ვასამბეკ ბოკოვი – “მთავარის” ინფორმაციით, ბოკოვი პროცესს დაესწრება.

გიორგი გაბუნიასა და ვასამბეკ ბოკოვის გარდა, დღეს დაიკითხება “მთავარი არხის” გენდირექტორი ნიკა გვარამია, ასევე, გიორგი გაბუნიას დაცვის წევრი.

“თუ ბოკოვი დაესწრება დღევანდელ პროცესს, შესაძლოა, ერთმანეთის პირისპირაც აღმოვჩნდეთ, არ ვიცი, როგორ მოიქცევა, რას მკითხავს”, – ამბობს გიორგი გაბუნია. 

“მთავარი არხის” ინფორმაციით, საქმე ეხება გიორგი გაბუნიას შეკვეთილი მკვლელობის მომზადებას, რომლის შესახებაც ინფორმაცია ქართველ სამართალდამცავებს უკრაინელმა კოლეგებმა გადასცეს. ჩვენი ინფორმაციით, გაბუნიას ლიკვიდაცია რამზარ კადრიოვის დაკვეთა იყო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share