გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს 12 ევროპულ რეკომენდაციზე სასაუბროდ ეწვია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბერბოკს აეროპორტში ევროკავშირის დროშა არ დაახვედრეს. ადგილზე მხოლოდ გერმანიის და საქართველოს დროშები ფრიალებდა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში მხოლოდ მეორე მცდელობის შემდეგ დაეშვა. ბერბოკის სამთავრობო საჰაერო ხომალდს გზას სხვა თვითმფრინავი უბლოკავდა.
შუაღამისას შოლცის კაბინეტის ყველაზე გავლენიან მინისტრს აეროპორტში ილია დარჩიაშვილის მოადგილე დახვდა.