“ოცნება” მოქალაქეების ერთმანეთთან დაპირისპირებით რუსულ საქმეს აკეთებს – გიორგი გახარია

პარტია “საქართველოსთვის” გმობს და მიუღებლად მიიჩნევს “ოცნების” ხელისუფლების მიერ წახალისებულ სიძულვილის კამპანიას, რომლის მიზანია პროცესების რადიკალიზაცია, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის დაპირისპირების და შუღლის გაღვივება, ადამიანების დისკრედიტაცია, გაშავება და ბულინგი რუსული სპეცსამსახურებისთვის დამახასიათებელი მეთოდებით, რისი გამოვლინებებიც ვიხილეთ ბოლო პერიოდში საზოგადოებრივად აქტიური პერსონებისა თუ საქართველოს პარლამენტის წევრების მიმართ. მათ შორის, გუშინ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ანგარიშსწორებას და ღირსების შემლახავ კამპანიას საქართველოს პარლამენტის წევრის – ტარიელ ნაკაიძის მიმართ!

 

ხელისუფლება ყველაფერს უნდა აკეთებდეს საზოგადოების და ჩვენი მოქალაქეების გაერთიანებისთვის საერთო ეროვნული ამოცანების გარშემო, თუმცა, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ საზოგადოებაში რადიკალიზაციის გაზრდისა და დაპირისპირების გაღვივების ავანგარდში სწორედ ხელისუფლების წარმომადგენლები დგანან!

ჩვენი მოქალაქეების ერთმანეთთან დაპირისპირება ყოველთვის იქნება რუსული საქმე!
ახლა, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება ერთიანობა საქართველოსთვის, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის!

– წერს გახარია სოციალურ ქსელში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share