“საქართველოში არანაირი პოლიტპატიმარი არ არსებობს“-გივი მიქანაძე

ჩვენ ვამბობდით და ვამბობთ სრულიად საფუძვლიანად, რომ საქართველოში არანაირი პოლიტპატიმარი არ არსებობს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც მელაშვილი-ილიჩოვას საქმეს გამოეხმაურა.

“გუშინდელმა გამოქვეყნებულმა მასალებმა ყველა ჩვენგანი და სრულიად საზოგადოება დაარწმუნა იმაში, რომ იმ დროს, როცა ჩვენი მეგობრები აზერბაიჯანლები ძალიან მკაცრად იცავდნენ თავის ინტერესებს, ჩვენი მხრიდან იყო ისეთი ქმედებები და ნაბიჯები გადადგმული, რომელიც სახელმწიფოებრივ ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა და ჩვენს სუვერენულ უფლებებს ლახავდა. მე არ მინდა შევიდე და არ მივცემ თავს უფლებას შევიდე გამოძიების დეტალებში, სასამართლო დაადგენს წარდგენილი ბრალდებისა და მტკიცებულებების საფუძველზე რეალურად ესე იყო თუ არა, მაგრამ მგონი მთავარ მომენტზე ვთანხმდებით, რომ გამოძიება მაქსიმალურად თანამშრომლობს საზოგადოებასთან. ნებისმიერ მტკიცებულებას მყისიერად ასაჯაროებს, რომ საზოგადოებაში ამხელა ინტერესის გათვალისწინებით ყველა კითხვაზე იყოს პასუხი გაცემული და მგონი გუშინდელმა ჩანაწერმა მე, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე დამარწმუნა ამ ადამიანების ბრალეულობაში, თუმცა, ჩვენ, რა თქმა უნდა, დაველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც კონკრეტულ მტკიცებულებებზე და ბრალდებაზე დაყრდნობით იქნება განსაზღვრული, ეს ადამიანები იყვნენ თუ არა დამნაშავე და მეორე – ვინ დგას ამ ადამიანების უკან, რადგან ისინი არიან რიგითი შემსრულებლები, ამიტომ გამოძიებამ თუ კი ეს ასე დადგინდება, უნდა დაადგინოს, ვინ არიან ისინი, რომელთა მითითებითაც ეს ადამიანები მოქმედებდნენ,”-განაცხადა მიქანაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share