ხატია დეკანოიძემ “ნაციონალური მოძრაობა” დატოვა

ხატია დეკანოიძემ “ნაციონალური მოძრაობა” ოფიციალურად დატოვა. ამ თემაზე მან განცხადება ცოტა ხნის წინ პარლამენტში, ჟურნალისტებთან გააკეთა და თქვა, რომ ძველი პარადიგმით პარტიის მმართველობა არასწორია.

“ჩემი მხრიდან ეს არის სწორი გადაწყვეტილება, მტკივნეული, რა თქმა უნდა, ემოციური, მაგრამ სწორი. ამ ეტაპზე ჩემი და “ნაციონალური მოძრაობის” თანამშრომლობა, რომელშიც მე გავატარე მრავალი წელი, არის დასრულებული. ძველი პარადიგმით პარტიის მმართველობა არის ზოგადად გაუმართლებელი და ვფიქრობ, რომ ძველი პარადიგმა ახალ რეალობაში, მაშინ როდესაც საერთოდ სხვა მოცემულობაა და მრავალი წელი გავიდა, უბრალოდ არ იმუშავებს.

არც პარლამენტში და არც პარლამენტს მიღმა, რა თქმა უნდა, არ გავატარებ ისე, რომ არ დავიცვა პოლიტპატიმრების უფლებები, რომ არ ვიბრძოლო მათ შორის მიხეილ სააკაშვილის ტრანსფერისთვის, მისი გადარჩენისთვის, ნიკა გვარამიას თავისუფლებისთვის და საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ამ მიმართულებით ჩემს ძალისხმევას არ დავიშურებ”, – თქვა დეკანოიძემ პარლამენტში.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარტია შესაძლოა ბაჩუკი ქარდავამაც დატოვოს. 3+

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share