“გვარამია არის ბოროტმოქმედი და….დანაშაულებრივი სისტემის ერთ-ერთი შემოქმედი”– ღარიბაშვილი

გვარამია არის ბოროტმოქმედი და დანაშაულებრივი სისტემის ერთ-ერთ შემოქმედი – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

“ევროპარლამენტარებმა მოგვიწოდეს მედია მენეჯერის გვარამიას გათავისუფლების თაობაზე. ეხლა ვინ არის გვარამია, შევახსენო საზოგადოებას, ჩვენს დეპუტატებს. გვარამია იყო ადამიანი, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ბოროტმოქმედი შემოქმედი იყო აი ამ დანაშაულებრივი სისტემის. იგი, იყო პროკურორის მოადგილე, იყო ჩართული პირდაპირ მაგალითად „იმედის“ წართმევის საქმეში. მისი უშუალო მონაწილეობით მოხდა აღნიშნული დანაშაულებრივი საქმის განხორციელება, მარტო გვარამიაზეც გვეუბნებიან, რომ მიუხედავად იმისა, რომ მან გაძარცვა ახლა თავისი კომპანია, კერძო კომპანია, მოიპარა 5 მილიონზე მეტი, ზარალი მიაყენა. გვითხრეს, არ გვაინტერესებს ის არის ჩვენი კრიმინალიო. ჩვენთვის ეს არის კატეგორიულად მიუღებელი ჩვენ, როგორც სუვერენული დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის. ეს არის, შეურაცხყოფა ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქვეყნის ისტორიის მრავალსაუკუნოვანი კულტურის ცივილიზაციის. აქდან გამომდინარე, მეგობრებო ბევრს გაუკვირდა, როცა ეს ფაქტები მოვიყვანე ჩემს ერთ-ერთ გამოსვლაში და პირდაპირ დავუკავშირე მათი ეს ჩართულობა და განზრახვა ქვეყნის შიგნით მოქმედი მეხუთე კოლონიის დესტრუქციულ ქმედებებს და ვთქვი, რომ სამწუხაროდ თანხვედრაში მოდიან ევროპარლამენტის გარკვეული ზოგიერთი წევრები ჩვენი დესტრუქციული ძალის მიზნებთან და ამოცანებთან.“ – თქვა პრემიერმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share