ჩვენ მოვისმინეთ სააკაშვილის ადვოკატის განცხადება, მან წაიკითხა სააკაშვილის აღიარება, რომ ის არის დასავლეთის აგენტი. ეს არის სააკაშვილის სიტყვები, რომელიც გახმოვანდა სააკაშვილის ადვოკატის მეშვეობით. ჩვენ კარგად ვიცით, რა უბედურება მოუტანეს უცხო ქვეყნის თუ ქვეყნების მსახურებმა ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს. კარგად ვნახეთ, რა მეთოდებით მართეს ჩვენი ქვეყანა, როგორ ჩაგრეს, დატანჯეს ჩვენი ხალხი. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20% ჩააბარეს რუს ოკუპანტს. რუსეთის ბოლო ჯარი გავიდა ქვეყნიდან 2007 წელს. რამდენიმე თვეში, ეს კაცი და მისი დანაშაულებრივი რეჟიმი არ გაჩერდნენ და დააბრუნეს კიდევ უფრო ძლიერად, ააშებებინეს ბაზები აფხაზეთში, სამაჩაბლოში.
– განაცხადა ღარიბაშვილმა დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.