„ღარიბაშვილი წყობიდან იყო გამოსული და ვიცოდი, რომ რაღაცებს იტყოდა ჩემზე“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ „კავკასიის“ ეთერში ჩართვისას განაცხადა.
მისივე განცხადებით, „ოცნების“ წევრებს სახე აქვთ დაკარგული და მეტყველება არ შეუძლიათ.
„იმიტომ დავრჩი პარლამენტში, ვიცოდი რომ ღარიბაშვილი წყობიდან იყო გამოსული და ვიცოდი, რაღაცებს იტყოდა ჩემზე და არ მინდოდა, მე არ ვყოფილიყავი დარბაზში. სანამდე არ დაამტკიცებ, რომ მე მიხეილ სააკაშვილისგან 100 000 დოლარი მაქვს აღებული, მანამდე შეწერილი გაქვთ, ბიჭებო! გამარჯვებას ზეიმობთ?! ვაი, თქვენს პატრონს უბედურს რა! ეს ჭიაღუები ესენი.
ვიღაც უცნობი ტიპები პარლამენტის კიბეებზე გამომეკიდნენ. ჯოგად მორბოდნენ. ცუდი დღეები ელოდებათ სამომავლოდ და ისიც ვიცი, რომ შემეცოდებიან მაინც ისეთ დღეში ჩავარდებიან. შურისმაძიებელი არ ვარ, მაგრამ ქართველი ხალხი არის შურისმაძიებელი ნამდვილად“, – აცხადებს გუბაზ სანიკიძე.