საბავშვო ბაღებში, პროფსასწავლებლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების პროცესი პირველი მარტიდან განახლდება. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
„საბავშვო ბაღების მუშაობის აღდგენა, პროფსასწავლებლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტების დაბრუნება დაგეგმილია 1-ელი მარტიდან. ბუნებრივია, ეს ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.