ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი ბესო ქათამაძე სოციალურ ქსელში ავთანდილ თალაკვაძის განცხადებას ეხმაურება, სადაც თალაკვაძე აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ შენობაში კაფე-ბარი კი არა სასადილოს მშენებლობაა დაგეგმილი:
”მერმა რა ,,სიცრუის ტირაჟირება” მოაწყვეთ, სასადილოს ვაშენებ ჩემი კაბინეტის თავზე და არა კაფე-ბარსო.
უკვე მეორედ, ოზურგეთის მერი, ჩვენი საყავრელი ქალაქის არ სიყვარულშის და სიძულვილში გვადანაშაულებს, სტუმრად მყოფი ადამიანისიგან ცოტა არ იყოს უხერხულია, რომელმაც ქალაქის ცენტრში კუბოქოთნები დადგა და ზედ ორი ქოხიც მიუდგა, ესეც არ იკმარა და ახლა ადმინისტრაციულ შენობას კაფ-ბარს ადგას თავზე.
P.S საძმაკაცო ტენდერბი გამოსდის მერს კარგად, უმჯობესი იქნება, ისევ ამ მიმართულებას მიაწვეს ყოჩაღად სანამ პროკურატურა მისდგომია.” – წერს ქათამაძე.