დააპატიმრებენ თუ არა ბეგლარ სიორიძეს – სახურავის გარეშე დარჩენილი კორპუსები

სახურავდაკარგული კორპუსების გადახურვა ბეგლარ სიორიძის მმართველობის დროს განხორციელდა

წუხელ, სტიქიის შედეგად, ქალაქ ოზურგეთში მდებარე რამდენიმე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, სახურავის გარეშე დარჩა.

ამოვარდნილმა ქარმა მთლიანად სახირავის გარეშე დატოვა ბოლქვაძის ქუჩაზე მდებარე ხუთსართულიანი კორპუსი.

“გურიის მოამბესთან” საუბარშო დაზარალებულები აცხადებენ, რომ სახურავი რამდენიმე წლის წინ ხელახლა გაკეთდა ადგილობრივი ხელისუფლების მიერ და მომხდარის მიზეზი სამუშაოების არაჯეროვნად შესრულებაა.

როგორც რედაქციამ გაარკვია, ყვე;აზე მეტად დაზარალებული კორპუსის გადახურბა 2015 წელს, ბეგლას სიორიძის მერობისას განხორციელდა.

სპეციალისტები ჩვენთან საუბარში აცხადებენ, რომ სახურავის ხეობის გამოცვლა არ მომხდარა და ის ძველი დატოვეს, რის გამოც მასალა თითქმის დამპალი და წყობიდან გამოსულია.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, მთავრობის მაღალჩინოსნების მითითებით მხოლოდ თუნუქი გამოცვალეს.

რაც ბადებს ლეგიტიმურ ეჭვს, რომ ადგილი ჰქონდა კომპანიასა და მაშინდელ მერიას შორის კორუფციულ გარიგებას.

აქვე არაოფიციალურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრას და პირველი ვისაც გამოძიება დაკითხავს-ქალაქის მაშინდელი მერი ბეგლარ სიორიძე იქნება.

დაიკითხება თუ არა სიორიძე ამას მომავალი გვიჩვენებს.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share