“ბოჩოლებივით ვსხედვართ და ხმას არ ვიღებთ, ყველაფერს ვაბედინებთ”- ჯანგირაშვილი

“გვიბედავენ იმდენს, რამდენსაც ვაბედინებთ ჩვენ, ჩმორები”- წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი, ტელეკომპანია “კავკასიას” დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი:
“ივანიშვილის ცრუპენტელა ნარჩენებმა 28 ნოემბერს როცა ჩაგვკეტეს, იქვე გეგმაში ეწერა 16 იანვრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი იხსნებაო, 1 თებერვლიდან ყველაფერი იხსნებაო. მანამდე ინფიცირების მაჩვენებელი შემცირდებაო. ხოდა, შემცირდა მაჩვენებელი. იმაზე მეტად, ვიდრე ჩაკეტვისას პროგნოზირებდნენ. ახლა 1 მარტამდე ტრანსპორტი არ იქნებაო, კომენდანტის საათი სულ იქნებაო. და ჩვენ ბოჩოლებივით ვსხედვართ და ხმას არ ვიღებთ. მოკლედ, ივანიშვილის ნარჩენებთან აღარ მაქვს პრეტენზია, საკუთარ თავთან და ჩემნაირებთან მაქვს მხოლოდ პრეტენზია. გვიბედავენ იმდენს, რამდენსაც ვაბედინებთ ჩვენ, ჩმორები.”- წერს ჯანგირაშვილი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share