სამოქალაქო საზოგადოების განადგურებით და მედიის დამორჩილებით კიდევ უფრო მყარი საყრდენის შექმნა რუსეთისთვის – ეს არის “ქართული ოცნების” მთავარი მიზანი, რომლის მიღწევაც რუსული კანონის მიღებით იგეგმება. მმართველი პარტიის ამ სტრატეგიას თავად “ქართული ოცნების” მოქმედებაც ადასტურებს.
ხელისუფლების ლიდერები ღიად ამბობენ, რომ გეგმავენ რუსული კანონის პარლამენტში შემობრუნებას და მოქალაქეების მხარდაჭერის მიზნით რეგიონებში შეხვედრებიც აქვთ დაწყებული. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კლანის ამ სტრატეგიაზე მიუთითებს პოლიტპატიმარი ნიკა გვარამიაც, რომელიც 212-ე საკნიდან აანალიზებს რუსულ კანონს და მის მიზნებს.