„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, რაღაც ტიპის კომუნიკაცია თითქმის ყველა პარტიასთან იყო და „არსებობს რაღაც ტიპის საუბრები, მათ შორის შეთანხმების დეტალებზე“. არიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რომელთანაც კომუნიკაციის დიდი სურვილი არ არსებობს. რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პლებისციტად ქცევის თაობაზე ოპოზიციის ერთი ჯგუფის შეთავაზებას, მდინარაძემ მას „აბსურდული“ უწოდა და განაცხადა, რომ ეს აბსურდული იდეაა, როგორც იურიდიულად, ასევე პოლიტიკურად.
„შეუძლებელია პლებისციტზე ვილაპარაკოთ, როცა ჩვენ მათ საგამოძიებო კომისიის შექმნას და „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, 1%-იანი ცდომილების დადგენის შემთხვევაში, ახალ არჩევნებს ვთავაზობთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.