საკუთარი დანაშაულების გამოძიებით დაიწყეთ, დამნაშავეები ხართ თქვენ! – ლომჯარია ხელისუფლებას

”მშვიდობიანი აქციები დაარბიეს, ხალხს გასაქცევი გზა მხუთავი გაზით ამოუქოლეს, საქართველოს და ევროკავშირის დროშიან მოქალაქეებს სიცივეში წყლის ჭავლი მიუშვირეს, კაცს თვალი დათხარეს, ხმა რუსულ კანონს მისცეს, რომ საკუთარი პროდასავლური მოქალაქეების რეპრესიები და დევნა დაკანონებულიყო, ევროკავშირთან მისასვლი გზა საკუთარი ხელებით ჩახერგეს (სანამ
მოქალაქეების თავგანწირვამ უკან არ დაახევინათ) და დამნაშავეებს სხვაგან ეძებენ. საკუთარ რიგებში ეძებეთ, საკუთარი დანაშაულების გამოძიებით დაიწყეთ, დამნაშავეები ხართ თქვენ!”
წერს Facebook-ზე ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია.

სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს – შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share