პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ გამოსვლას პარლამენტში დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:
”ჩემო “ლამაზო “პრეზიდენტო , სამწუხაროდ , მხოლოდ “ლამაზო “, გონიერება არ გეყოთ , რომ არ აყოლოდით ჩვენი ქვეყნის მახარაძეებს , ორჯონიკიძეებს , ძალიან ვწუხვარ , თუმცა ფაქტები თავისას ამბობენ ………..
რას მოგვიწოდებთ ქნ -პრეზიდენტო , ჯალათების გვერდით დგომას , რას გეტყოდათ ამაზე ირინა ენუქიძე , რას გეტყვით დახოცილი ბავშვების მშობლები ,უამრავი წართმეული ბედნიერება , დაობლებული და დასტრესილი ბავშვები , მშობლები რომ დაუხოცეს ….
მესმის ევროპული კეკლუცობა , მაგრამ ვინაა ევროპული არჩევანის მოწინააღმდეგე ტყუილი ამბების მიმტან -მომტანი , თუ ომის თავიდან აცილების მსურველები?
სამყაროს მთავარი და ევროპული ფასეულობის გვირგვინი -ადმიანია და ამ ადამიანს ებრძვის ნაცმოძრაობა და მათი დანამატები რომლებიც თქვენც კი გებრძოდნენ და ოკუპანტი რუსეთის რეზიდენტს გეძახდნენ და მაშინ მათგან გიცავდათ ქართველი ხალხი რომლის მტერიც ეხლა გახდით და დადექით მკვლელების,მწამებლების,ჩვენი ქვეყნის მტრების გვერდით……………….
ასე რომ , არ ივარგებს თქვენი ორმაგი თამაში , არ არის სამართლიანი ….” – წერს ოქიტაშვილი.