ისევ უცნობია როდის გაიხსნება თეატრები

საკოორდინაციო საბჭოს ახალი გადაწყვეტილებების შემდეგ, ისევ უცნობია როდის გაიხსნება თეატრები, რომლებიც გასულ წელს, კორონავირუსის დაფიქსირებისთანავე დახურეს. კულტურული დაწესებულებების გაურკვეველი დროით დახურვას მსახიობები აპროტესტებენ და ფიქრობენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები თეატრებში არ დადიან.და არც ის იციან, თუ რას ნიშნავს თეატრი ადამიანისთვის.

“სულიერი საზრდო” ადამიანისთვის მარტო ეკლესია რომ არ არის ამაზე არ გიფიქიათ ნეტავ? დაგვიბრუნეთ კულტურის სამინისტრო და ჩვენი მინისტრი,”-ამბობს ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრის მსახიობი ენდი ძიძავა.

შეგახსენებთ, თეატრები არ შედის საკოორდინაციო საბჭოს მიერ დსახელებულ იმ დაწესებულებებს შორის, რომელთა ამოქმედება 1 მარტიდან იგეგმება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share