ავთანდილ თალაკვაძემ 10 მგელისა და 20 ტურის ლიკვიდაციის ნებართვა გასცა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა 10 მგელისა და 20 ტურის ლიკვიდაციის ნებართვა გასცა.

ამისათვის მან ადგილობრივი ბიუჯეტიდან 5 600 ლარი გამოყო.

როგორც ოფიციალურ ინფორმაციაშია ნათქვამი, მერმა ეს გადაწყვეტილება, შრომის, ურეკისა და თხინვალის თემების მოსახლეობის მიმართვის საფუძველზე მიიღო.

“ბატონო ავთანდილ,
მოგახსენებთ, რომ დაბა ურეკში დაფიქსირდა მგლების შემოსევა, რის შედეგადაც
დაგლეჯილი და შეჭმულია ადგილობრივი მოსახლეობის მსხვილფეხა საქონელი.
პატივისცემით…” წერენ თალაკვაძეს სოფლებიდან.

“გთხოვთ მოგვცეთ გარეული ცხოველების 10 (ათი) მგელისა და 20 (ოცი) ტურის გარემოდან ამოღების ნებართვა/უფლება” ეს კი ნაწყვეტია წერილიდან,  ოზურგეთის მერმა გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რომ მიმართა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share