შეხვედრები სალომე ზურაბიშვილთან – “პირველების” ინფორმაცით, საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის ოპოზიციონერ წევრებს, სალომე სამადაშვილს, ანა ნაცვლიშვილს და ხათუნა სამნიძეს ცალ-ცალკე შეხვდა.
წყაროს ინფორმაციით, ათონელის რეზიდენციაში იმყოფებოდა დეპუტატი თეონა აქუბარდიაც.
რაც შეეხება თამარ კორძაიას, ის ამბობს, რომ მას მოწვევა არ მიუღია, თუმცა თუ სალომე ზურაბიშვილი მსგავს შეხვედრას გადაწყვეტს, ის რეზიდენციაში მივა.
პრეზიდენტი მათ ქალების ახალი მოძრაობის დაფუძნებაზე ელაპარაკა.
შეხვედრა ნამდვილად გვქონდა საქართველოს პრეზიდენტთან, სადაც ჩვენი საუბარი შეეხებოდა იმ ნაბიჯებს, რაც შეიძლება, რომ დღეს საზოგადოებამ გადადგას ევროპული მომავლის გადასარჩენად იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ პრეზიდენტის ძალიან აშკარა პოზიცია, რაც საჯაროდ დაფიქსირდა, რომ დღეს საფრთხეს ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს უქმნის ხელისუფლება, რომელიც უგულვებელყოფს ევროკავშირის მოთხოვნებს. ამიტომ, ცხდია ჩვენი მხრიდან დავადასტურეთ მზადყოფნა, რომ მივიღოთ მონაწილეობა. მე მქონდა ეს შეხვედრა დანარჩენს ალბათ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჩაგაყენებთ საქმის კურსში“ – ამბობს სალომე სამადაშვილი.
პრეზიდენტთან შეხვედრას ადასტურებს “ლელოს” კიდევ ერთი წევრი:
„სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე იქნება ეს კანონმდებლობა, თუ საზოგადოებრივი პროცესები, მე მაქვს პერიოდულად პრეზიდენტთან მის ადმინისტრაციასთან. მაქვს საქმიანი კომუნიკაცია, როგორც ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, ასევე თავად პრეზიდენტთან სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, როდესაც ან მე ვთვლი ან პრეზიდენტი თვილის, რომ საინტერესო იქნებოდა ასეთი შეხვედრა“ – უთხრა ანა ნაცვლიშვილმა “პირველებს”.
“რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი შეხვედრის დეტალებზე არ საუბრობს:
„პრეზიდენტი აქ იყო შეხვედრაზე და მეც შევხვდი მას, მაგრამ აი რა თემაზე და როგორ მე მგონია, რომ პრეზიდენტმა უნდა ისაუბროს თავად. იყო შეხვედრები, მეც ვიყავი მონაწილე, მაგრამ რა როგორ და ამას მე ვფიქრობ პრეზიდენტმა უნდა ისაუბროს. ქალები სერიოზულ მოძრაობას ვეწევით პარლამენტში და დარწმუნებული ვარ ამ მიმართულებითაც ქალები ვიაქტიურებთ მომავალშიც, აუცილებლად. (კითხვა: სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა იყო შეხვედრა თქვენთან?) კი, მისი გამოსვლების შემდეგ ჩვენი შეფასებების შემდეგ კი, ძირითადად იყო ამ 12 პუნქტის საკითხებზე და ევროპაზე, მაგრამ რა და როგორ თავად უნდა გითხრათ დანარჩენი“ – ხათუნა სამნიძე.