ბელარუსის ჯარს გადაეცა Iskander-M ტიპის სისტემა, რომელსაც შეუძლია ტაქტიკური ბირთვული დარტყმების განხორციელება – ამის შესახებ განცხადება რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ გააკეთა, რომელსაც სამთავრობო მედია Ria ავრცელებს.
ამასთან ერთად, შოიგუს ინფორმაციით, ბელარუსის საჰაერო ძალების ზოგიერთ თვითმფრინავი ბირთვულ იარაღად გადაკეთდა.
“ბელარუსის ზოგიერთმა სახმელეთო თავდასხმის თვითმფრინავმა მიიღო შესაძლებლობა, რომ მტრის სამიზნეზე ბირთვული იერიში მიიტანოს,” – თქვა შოიგუმ.
რუსი მინისტრის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ბელარუსისა და რუსეთის საზღვრებთან ახლოს NATO-ს გაძლიერებული სამხედრო მზაობისა და სადაზვერვო აქტივობების საპასუხოდ იქნა მიღებული.
შეგახსენებთ, რომ 25 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გააკეთა განცხადება, რომ რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს განათავსებს. პუტინის ამ განცხადებას კრიტიკით შეხვდნენ NATO-ში. განცხადებას თავის მხრივ ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ბელარუსში ბირთვული იარაღის განსათავსებლად ინფრასტრუქტურა შექმნილია და მზადაა.