ივანიშვილი “პაბეგშია”, აქ კი კობახიძე დაგვიტოვა- გუბაზ სანიკიძე

გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშიას” წარმომადგენელი გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშბვილი მართლა წავიდა პოლიტიკიდან და მან ხელი აიღო “ოცნებისგან”, რის გამოც ახლა მმართველი პარტია დაობლებულია.

ამის შესახებ მან “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “პოლიტიკური პარასკევი” ისაუბრა და აღნიშნა, რომ ივანიშვილს ტრამპის გამარჯვების იმედი ჰქონდა, რადგანაც ის დამარცხდა, ამიტომ დაასწრო და ახლა ის მიმალვაშია.

“ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად წავიდა, მაგრამ ძალიან ბევრი კუდი დარჩა და ერთ-ერთი კუდი იყო რუსეთთან ურთიერთობის. როგორც ჩანს დაამშვიდა მან ამ დანიშვნით კრემლი. ის, რომ ბიძინა ივანიშვილი წავიდა ამაზე მეტყველებს შექმნილი ვითარება ქვეყნის შიგნით და განსაკუთრებით ქვეყნის გარეთ. დამალული არ არის, ცნობილი ამბავია, რომ მას დიდი იმედები ჰქონდა ამერიკაში, რომ ტრამპი ისევ გაიმარჯვებდა, მაგრამ მისი გენიალური განაზრახი არ განხორციელდა, ამიტომ ივანიშვილმა დაასწრო და მიიმალა. ახლა ის მიმალვაშია, ერთი სიტყვით “პაბეგშია”. აქ ქურდული სიტყვა დატოვა და დაგვიტოვა კობახიძე.

მის მთელ ამ ბოდვებში, რაც მან გამოაქვეყნა მნიშვნელოვანი იყო ერთადერთი რამ და ეს იყო ის, სადაც მან თავისი პოზიცია დააფიქსირა – ეს არის მისი ურთიერთობა “ქართულ ოცნებასთან”, მან სრულად აიღო ხელი “ოცნებაზე”. ამიტომ დღეს მივიღეთ დაობლებული “ქართული ოცნება”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share