დედის 8 “ტყუილი”-უცნობის ისტორია!

“ეს ისტორია ჩემს ბავშვობაში დაიწყო. ღარიბი ოჯახის შვილი ვიყავი და ხშირად იმდენი საჭმელიც კი არ გვქონდა, რომ შიმშილი მოგვეკლა.

როდესაც საჭმლის ჭამის დრო მოდიოდა, დედა ხშირად მაძლევდა ხოლმე თავის წილ ბრინჯს. იგი მას ჩემს ჯამში ცლიდა და მეუბნეობდა: “შეჭამე შვილო ეს ბრინჯი, მე არ ვარ მშიერი”. ეს იყო დედაჩემის პირველი ტყუილი.

როდესაც ვიზრდებოდი, შეუპოვარი დედა თავისუფალ დროს მიდიოდა ხოლმე მდინარეზე სათევზაოდ ჩვენს სახლთან ახლოს იმ იმედით, რომ დაჭერილი თევზით მომიმზადებდა ჩემი ზრდისათვის საჭირო საკვებს. დაიჭერდა თევზს, მოამზადებდა ხოლმე თევზის სუპს და მე ვჭამდი მას. დედა ამ დროს გვერდით მეჯდა და ჭამდა თევზის ნარჩენებს, რომელიც ჩემს მიერ ნაჭამი თევზის ფხაზე იყო შემორჩენილი. ამის დანახვაზე გული საშინლად მტკიოდა და დედას გავუწოდებდი ხოლმე ჩემს წილ თევზს, მაგრამ დედა არ მართმევდა და მეუბნებოდა: “შენ ჭამე შვილო, მე თევზი არ მიყვარს“. ეს იყო დედაჩემის მეორე ტყუილი.

როდესაც სკოლაში ვსწავლობდი, სწავლის ფული რომ დაეფარა, დედამ თერძობა დაიწყო. სახლში იღებდა შეკვეთებს და თითქმის შეუსვენებლად მუშაობდა დღე-ღამის განმავლობაში.ზამთარში როდესაც ღამით გამეღვიძებოდა ხოლმე, დავინახავდი სანთლის შუქზე მომუშავე უძილარ დედას, რომელიც გაჭირვებით ცდილობდა ნემსში ძაფი გაეყარა და მე ამის შემხედვარე ვეტყოდი ხოლმე: “დედა დაიძინე, უკვე გვიანია…“ დედა ღიმილით მპასუხობდა: “დაიძინე საყვარელო, მე არ ვარ დაღლილი“. ეს იყო დედაჩემის მესამე ტყუილი.

როდესაც გამოცდის დრო მოვიდა დედამ ყველა საქმე გადადო და ჩემთან ერთად წამოვიდა. მცხუნვარე მზის მიუხედავად, ჩემი გულითადი დედა სიცხეში მიცდიდა რამოდენიმე საათის განმავლობაში. როდესაც ზარმა დარეკა, რაც ნიშნავდა რომ საბოლოო გამოცდა დამთავრდა, დედა მოვიდა ჩემთან და ჩამომისხა ჩაი მათრადან, რომელიც თან ჰქონდა წამოღებული. როდესაც დავინახე, რომ დედის სახე ოფლით იყო დაფარული, მივაწოდე მას ჩაის ჭიქა და ვთხოვე დაელია. დედამ მიპასუხა: “დალიე შვილო, მე არ მწყურია“. ეს იყო დედაჩემის მეოთხე ტყუილი.

მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ დედა მარტო ასრულებდა ორივე მშობლის ფუქციას და ჩვენი ოჯახის ცხოვრება კიდევ უფრო გაართულა ამ სიტუაციამ. დღე არ გადიოდა ტანჯვის გარეშე. პირობები უფრო და უფრო უარესდებოდა. მხოლოდ მზრუნველი ბიძა, რომელიც ჩვენს სახლთან ახლოს ცხოვრობდა, გვიწევდა დახმარებას. მეზობლები ხშირად ურჩევდნენ დედას, რომ კვლავ დაქორწინებულიყო. დედა კი ჯიუტად არ ითვალისწინებდა მათ რჩევას და პასუხობდა: “მე არ მჭირდება სიყვარული“. ეს იყო დედაჩემის მეხუთე ტყუილი.

სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობა დავიწყე. ამ დროს უკვე დედას მოუწია თავისი ძველი ხელობისათვის თავი გაენებენინა და შეეწყვიტა მუშაობა, მაგრამ მას უსაქმოდ ყოფნა არ სურდა. იგი ყოველდღე დადიოდა ბაზარში, რომ გაეყიდა ბოსტნეული და თავის გასატანად საჭირო ფული ეშოვა. მე სხვა ქალაქში ვმუშაობდი და ხშირად ვუგზავნიდი ფულს თავისი საჭიროებებისათვის, მაგრამ დედა არ თანხმდებოდა ჩემგან გაგზავნილი დახმარების მიღებას. ის უკან მიგზავნიდა ფულს და მეუბნებოდა: “მე საკმარისად მაქვს ფული“. ეს იყო დედაჩემის მეექვსე ტყუილი.

შემდეგ მაგისტრატურაში გავაგრძელე სწავლა და სტიპენდია მივიღე ორგანიზაციისაგან, სადაც საბოლოოდ დავიწყე მუშაობა. კარგი ხელფასი მქონდა და გადავწყვიტე, რომ დედა ზღვის ყურეში დასასვენებლად წამეყვანა, მაგრამ ჩემს საყვარელ დედას არ სურდა შვილის შეწუხება და მეუბნებოდა: “არ მჭირდება დასვენება“. ეს იყო დედაჩემის მეშვიდე ტყუილი.

მოხუცებულობაში დედას მუცლის კიბო გაუჩნდა და მომიწია საავადმყოფოში დამეწვინა. ოპერაციის შემდეგ დედა მისუსტებული იწვა ლოგინზე და ძალიან მოტეხილი და მოხუცებული ჩანდა. იწვა საავადმყოფოს ლოგინზე, მიყურებდა და ჩემზე ფიქრობდა… ცდილობდა გაეღიმა, მაგრამ დაავადებამ ძლიერ დაასუსტა მისი სხეული და ძალიან საბრალოდ გამოიყურებოდა. ამის შემხედვარემ ტირილი დავიწყე. გული საშინლად მტკიოდა, რომ მას ასეთ მდგომარეობაში ვხედავდი და არაფრის გაკეთება არ შემეძლო. მაშინ დედამ უკანასკნელი ძალები მოიკრიბა და მითხრა: “არ იტირო ჩემო ძვირფასო, მე არაფერი მტკივა.“ეს იყო დედაჩემის მერვე და ბოლო ტყუილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 96
    მაკო გომურის მიმართვა ხელისუფლებას და ელისაშვილსმაკო გომური, რომელმაც 20 ივნისის სისხლიან ღამეს, სპეცრაზმელის ნასროლი ტყვიით თვალი დაკარგა, მკურნალობის კურსის გასაგრძელებლად საზღვარგარეთ გამგზავრებას ვერ ახერხებს. ამის შესახებ მაკო გომური "ფეისბუქ" პოსტს აქვეყნებს, საიდანაც ვიგებთ, რომ უკვე 1 თვეა არავინ გამოჩნდა ჯანდაცვის სამინისტროში, ვინც მისი გამგზავრების საკითხს მოაგვარებდა. ამასობაში კი როგორც მაკო წერს, თვალის პროთეზი დაუზიანდა და…
    Tags: და, არ, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, სოციალური, ქსელი
  • 95
    "ვთხოვ იმ პატარა გოგონებს და ბიჭებს ხმამაღლა ილაპრაკეთ! მოძებნეთ ის, ვინც მოგისმენთ"ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე 14 წლის ქაქუთელი გოგონას გარდაცვალებას ეხმიანება  და სოციალურ ქსელში წერს: "მეხუთე კლასში ვიყავი, როცა სკოლიდან დაბრუნებულს, სადილად მსხდარმა ოჯახის წევრებმა, მითხრეს – წადი ბაბუას დაუძახე, შემოგვიართდესო. ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო; ბაბუაჩემი, ჩემი გმირი და მეზღაპრე, თხილის ბაღში მუშაობდა ხოლმე და მე ვეძახდი სადილად. მაშინც მივირბინე…
    Tags: და, ეს, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, სოციალური, ქსელი
  • 95
    "ყველას ედარდებოდა, ყველა განიცდიდა, რადგან სახალხო იყო თემური"საქართველოს დამსახურებული არტისტი, ყველასთვის საყვარელი მომღერალი თემურ წიკლაური 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. მომღერალთან ერთად გატარებულ დროს მისი მეგობრები "კვირის პალიტრასთან" იხსენებენ. რომა რცხილაძე: - ჩემთვის თემური კვლავაც ცოცხალი იქნება. ის არის ადამიანი, ვინც შექმნა მთელი ეპოქა. თაობები დაიზარდნენ მის შემოქმედებაზე. თანამედროვე ქართულ სცენაზე თემური გამოირჩეოდა თავისი ხმით, ეს ხმა გაქრა…
    Tags: და, იყო, რომ, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, სოციალური, ქსელი
  • 95
    ,,ჩავუსაფრდი და ვუთხარი, რომ..."ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი თემურ წიკლაურთან გაცნობას იხსენებს: ,,ჩავუსაფრდი და ვუთხარი, რომ..." "მე და თემურ წიკლაური ვახლობლობდით. ჩვენი დედები ნათესავებია, მაგრამ მე მას არ ვიცნობდი და 17 წლის ბიჭი ჩავუსაფრდი ფილარმონიის უკანა კარების  გამოსასვლელთან. მისი კონცერტი იყო ანშლაგით მაშინ, გრგვინავდა "ივერია" და თემურ წიკლაური მთელი საბ ჭოთა კავშირის მასშტაბით.…
    Tags: და, რომ, მე, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, სოციალური, ქსელი