უთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ირაკლი ბონდარენკო ამერიკის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებას ეხმაურება და წერს, რომ არ ჰგონია აღნიშნული სასამართლოს მიმართ ნდობის ამაღლების სურვილს ემსახურებოდეს.
მისივე თქმით, გაუგონარია კორუფციაზე ხელაღებით საუბარი მტკიცებულებებისა და ფაქტების გარეშე.
“მრავალი წელია ამერიკის შეერთებული შტატებიდან გვესმის სასამართლოს გაძლიერებისა და მისი მხარდაჭერის სურვილი. ჩემი კოლეგების და მათი ოჯახის წევრების სანქცირების გადაწყვეტილებამ რადიკალურად სხვა რამ დაგვანახა. მთავარი ძლიერი ძალის ინტერესების გატარება ყოფილა. როდესაც სამართლიანობასა და კანონის უზენაესობაზე ვსაუბრობთ, გაუგონარი რამეა კორუფციაზე ასე ხელაღებით, მტკიცებულებისა და ფაქტების გარეშე საუბარი. შტატებში ვიზიტზე არ არის აქ საქმე, მნიშვნელოვანია რა გზავნილს უტოვებთ მოქალაქეებს, ხალხს. არ მგონია მოცემული გადაწყვეტილება სასამართლოს მიმართ ნდობის ამაღლების სურვილს ემსახურებოდეს. ძალიან სამწუხაროა!!! – წერს ბონდარენკო.