გურული სამზარეულო – მოხარშული ბეჭი საწებლით

ძროხის, ხარის ან კამეჩის, ღორის ბეჭი ამოიჭრება ცალკე და მოიხარშვის, ბეჭი უნდა ჩადვათ ადუღებულ წყალში და ისე მოხარშოთ, რომ ხორცი მცვრიანი იყოს. მოხარშული ბეჭი საერთოდ გამოიტანება სუფრაზე როცა წვეულება არის, ქორწილი, ნათვლა ან სხვა სტუმრობა. მთლიანად ბეჭს დაჭრა, მოთლა, უნდა თავის წესზე. კარგი ბეჭის მომთლელი ბეჭის ნაჭერს აათლის ერთი ორი არშინის სიგრძით განუწყვეტელს, მთლიანს ნაჭერს.
.
ბეჭს უნდა თან ახლდეს მისი საწებელი, რომელიც ცალკე მზადდება. საწებელი ასე მზადდება: ტყემლისაგან. მოხარშეთ ტყემალი, უყავით დანაყილი მარილი, უმბალო [მცენარე ბაღჩის], პილპილი, ქონდარი, კამა და ქინძი. ბროწეულის წვენში ჩასჭერით ხახვი, ცოტა დანაყილი ნიგოზი, მარილი, პილპილი და აურიეთ. ძაღე ძმარი – ძმარში გასძარით მძაღე, შეურიეთ დანაყილი კამა და მზად იქნება.
.
მენიკი ჩიჩუა, ჩაწერილია ჩოხატაურში 1936 წელს (შინამრეწველობის მასალები (პირველ–ასლები) შეკრებილი ივანე ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით)corpora.co
.
გუ რია – შეძლებული გლეხის საკლკარი; ანტონ გოგიაშვილი 1904 წელი
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share