აშშ-ში წასვლის სურვილი არასდროს მქონია, თუშეთში არ ვარ ნამყოფი და მინდა წავიდე – გვრიტიშვილი

”მგონი შეშინებულის არაფერი გვეტყობა. შეშინებული რომ ვიყო, მაშინ შემეშინდებოდა ძლევამოსილი ამერიკის ელჩის გაკრიტიკება და იმაზე საუბარი, რომ ზეწოლის და სასამართლოს ხელში ჩაგდების მცდელობაა – შეშინებული რომ ვიყო, ამაზე არ ვისაუბრებდი. არც ერთი მოსამართლე შეშინებული არ არის, დამერწმუნეთ. ამერიკაში ნამყოფი არ ვარ და ამის მერე არანაირი სურვილი არ მაქვს წავიდე. ჩემს საქართველოში [მინდა ვიარო]. თუშეთში არ ვარ ნამყოფი და თუშეთში მინდა რომ წავიდე. ამერიკის ვიზა არ მაქვს, არასდროს მქონია სურვილი, რომ წავსულიყავი. ჩემი მეუღლე არის რამდენჯერმე ამერიკაში ნამყოფი მაგალითად. როგორც მახსოვს სასწავლო მიზნით იყო.”

განაცხადა ე.წ. სასამართლო კლანის წევრად მიჩნეულმა მოსამართლემ დიმიტრი გვრიტიშვილმა შაბათის ფორმულასთან საუბარში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share