“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის – თინათინ ბოკუჩავა თქმით, ბიძინა ივანიშვილის წასვლის მიზეზიცა და მიზანიც პასუხისმგებლობისგან თავის არიდებაა, თუმცა ის ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში მაინც უამრავ “საცეცს” ტოვებს. ყველაზე მძლავრ მოთამაშედ კი ბოკუჩავა კვლავაც “ნაციონალურ მოძრაობას” მიიჩნევს:
მან ინაუგურაციაზეც ილაპარაკა. ბაიდენის მიერ ენტონი ბლინკენის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელად, ასევე, CIA-ის დირექტორის დანიშვნაც იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთთან მიმართებით მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდება. ენტონი ბლინკენმა პირდაპირ მიანიშნა, რომ ნატოში გაწევრება არ არის რუსეთის პრეროგატივა, რომ ეს, უკრაინისა და საქართველოს შემთხვევაში, ამ ქვეყნების ავტონომიური გადაწყვეტილებაა, რომელიც თავად
უნდა მიიღონ და მასზე გავლენა რუსეთს ვერ ექნება. ივანიშვილს ძალიან კარგად ესმის, რასაც ნიშნავს ეს ცვლილებები. ისიც კარგად იცის, რომ ხელისუფლება მიტაცებული აქვთ, რადგან 31 ოქტომბრის არჩევნებში დამარცხდნენ – გააყალბეს და გასამარჯვებლად, ფაქტობრივად, გადაწერეს შედეგები. სწორედ ყველაფრისთვის თავის ასარიდებლად გადადგა ეს ნაბიჯი, ფორმალურად, რათა თვალი აეხვია ქართველი ხალხისთვის და საერთაშორისო პარტნიორებისთვის, მაგრამ არავინ არის ისეთი მიამიტი, ეს დაიჯეროს. თითქოს, ის არ არის მთავარი პასუხისმგებელი პირი იმაზე, რაც ქვეყანაში ხდება… რაც შეეხება არჩევნების შედეგებს, მის ლეგიტიმაციას არ ახდენს არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია და პარტნიორი. ლეგიტიმაციას ახდენს ქართველი ხალხი, რომლის უმრავლესობა, მათ შორის – “ქართული ოცნების” წიაღშიც, დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილმა არჩევნები გააყალბა და ამიტომაც არ გააჩნია ლეგიტიმაციის ის ხარისხი, რაც დემოკრატიულ სახელმწიფოში უნდა ჰქონდეს. ნიშანდობლივია, რომ ივანიშვილს არც ერთმა დემოკრატიული სახელმწიფოს მეთაურმა არ მიულოცა გამარჯვება, რატომ? იმიტომ, რომ ყველას კარგად ესმის, რა მოხდა სინამდვილეში – მძიმე დარღვევებს ვგულისხმობ. ამ დარღვევებზე საუბრობდნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ საარჩევნო პროცესს.
სულ რომ იზოლაციაში მოიქციოს თავი, შუშის კოლბაში ჩაჯდეს და ჩახსნას ყოველგვარი საკომუნიკაციო არხი “ოცნების” წევრებთან, აქ მაინც უამრავი “საცეცი” რჩება – ისინი ინერციით ბოლომდე მისი დავალებების შემსრულებლებად დარჩებიან. აბა, ტიკარაძე შინაგანი მრწამსის ან პოლიტიკური გამოცდილების მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებებს? ეს ხომ ღიმილის მომგვრელია. ივანიშვილს პირადი კადრები ჰყავს, რათა აკონტროლოს ქვეყანაში მიღებული ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ამიტომ უნდა ვიმოქმედოთ საღად და გონივრულად. არჩევნებით დამტკიცდა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ოპოზიციას უჭერს მხარს. ოპოზიციის მიმართ მოლოდინი დიდია, ხალხი მათ მოიაზრებს ამ ქვეყნის რეალურ და ლეგიტიმურ მთავრობად, ადამიანებად, რომლებმაც მოიპოვეს ხმების უმრავლესობა.
“კვირის პალიტრა”
მსგავსი სტატიები
- 99
"პოლიტიკა ბინძური საქმეა!.. სახელმწიფო მანქანას კი ვერ მოერევი. ამიტომ, იყავი შენთვის, აკეთე შენი საქმე კეთილსინდისიერად, პროფესიონალურად და პოლიტიკა და სიბინძურე შენ არ შეგეხება.." - ბევრჯერ მსმენია ასეთი რჩევა, თუმცა ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ეს მცდარი და მეტიც, ცუდი რჩევაა. სინამდვილეში პირიქითაა: როდესაც საქმეს თავდადებით, ენთუზიაზმით და პროფესიონალურად აკეთებ, სწორედ მაშინ მოდიხარ…
- 99
საქართველოს მესამე პრეზიდენტი დღეს განვითარებულ მოვლენებსა და ნიკა მელიას დაკავებას სპეციალური ვიდეომიმართვით ეხმაურება:" "საქართველოს ისტორიაში ბოლო ათწლეულუბში არასდროს არ მომხდარა ის, რომ ასეთი სახით სრულიად მოგონილი მიზეზით დაეპატიმრებინათ მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე. მე მინდა გვესმოდეს, რატომ არის ივანიშვილი ასე მომართული ნაციონალურ მოძრაობაზე და რატომ ებრძვის ყველაზე მეტად ამ პარტიას, რომ…
- 99
2021 წლის 21 იანვარი საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანეს თარიღად დარჩება - საქართველომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში რუსეთს სამართლებრივი დავა მოუგო. „2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია. სასამართლოს დიდი პალატის…
- 99
ნიკა მელიას პირველი ინტერვიუ ციხიდან ნიკა გვარამიასთან [სრული ვერსია] ინტერვიუ 224-ე საკნიდან 1. როგორ ხარ? იცი რა, მჯეროდა რომ მხნედ ვიქნებოდი. მაგრამ ვერ წარმომედგინა, თუ ასე. ეტყობა, კარგად ვიყავი მზად ფსიქოლოგიურად. თან, დარწმუნებული ვარ, პირველ რიგში, ის მოქმედებს დადებითად, რომ საერთოდ ხინჯს ვერ ვგრძნობ ჩემს სიმართლეში. სრულიად მობილიზებული ვარ ბრძოლის…