ახალი ბრძანება – ვის უკრძალავს პუტინი ქვეყნის დატოვებას

რუსეთში სამხედრო რეგისტრაციაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ მათ, ვინც სამხედრო სამსახურში გაიწვიეს.

“მოქალაქეებს, რომლებმაც მიიღეს სამხედრო სამსახურში გაწვევა და რომლებიც გამოიძახეს სამხედრო კომისარიატში, ეკრძალებათ რუსეთის ფედერაციის დატოვება იმ დღიდან, როცა გამოძახება ჩაბარებულად ჩაითვლება. შეზღუდვა ძალაშია სამხედრო კომისარიატში გამოძახების ვალდებულების შესრულებამდე”, – ნათქვამია კანონპროექტში.ცნობილია, რომ სახელმწიფო დუმა კანონპროექტს დღეს, 12 აპრილს პირველი და მეორე მოსმენით მიიღებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share