ახალი ჰასეკის ვირუსი რუსეთში – ინფექციის სიმპტომები და გამომწვევი მიზეზი

რუსეთის აზიურ ნაწილში ახალი ჰასეკის ვირუსი აღმოაჩინეს, რომელიც ტკიპების ნაკბენით გადადის, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ტესტებმა აჩვენა, რომ ინფექცია ტკიპებით გამოწვეული Bole 4 ვირუსის მსგავსია, რომელიც აზიაში, ევროპაში, აფრიკასა და კარიბის ზღვის აუზში აღმოაჩინეს. ცნობილია, რომ ეს ვირუსები, იწვევენ ისეთ დაავადებებს, როგორიცაა დენგეს ცხელება, დასავლეთ ნილოსის ცხელება, ტკიპებით გამოწვეული ენცეფალიტი, ყვითელი ცხელება და სხვა.

გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ ახალი ვირუსი ადამიანზე ტკიპიდან გადადის და არსებობს როგორც ცალკე, ისე ტკიპებით გადამდებ სხვა ინფექციებთან ერთად.

ცნობისთვის, მანამდე მოსკოვის ჯანდაცვის დეპარტამენტის ICH No 2-ის ინფექციონისტმა ტატიანა სერგეევამ თქვა, რომ შინაურ ცხოველებს შეუძლიათ გადასცენ ტოქსოპლაზმოზი, ცოფი, ფსიტაკოზი, კანის სოკოვანი დაზიანება, ჰელმინთური ინვაზიები და ლეპტოსპიროზი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share