რა მდგომარეობაშია დღეს გურიის რეგიონში ქასრაფარი ზოლი?

რა მდგომარეობაშია დღეს გურიის რეგიონში ქარსაფარი ზოლი? – ამის შესახებ ფეისბუქ-გვერდი ”გადავარჩინოთ გურიის მდინარეები” სოციალურ ქსელში წერს:
”ყველა ადამიანის უფლებაა იცხოვროს ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღ გარემოში.
ეკონომიკური განვითარება კი უარყოფითად აისახა სასიცოცხლო გარემოზე. ძალიან ხშირად მოქალაქეებს არ ააქვს საკმარისი ინფორმაცია იმ სავალალო შედეგებზე, რაც შეიძლება გამოიწვიოს მათი მხრიდან გულგრილობამ თუ დაუდევრობამ.
მოსახლეობას არ ააქვს გათვიცნობიერებული, რამდენად მნიშვნელოვანია მწვანე ზონის შენარჩუნება-აღდგენა.
ქარსაფარი ზოლი იცავს მათ სავარგულებს ქარისგან, მიწის გამოფიტვისგან, მათ მოსავალს დაზიანებისგან, სახლებს დაზიანებისაგან.
ქარსაფარი ზოლი ცვლის კლიმატს, ზრდის ტენის ოდენობას, რაც მეტად მნიშვნელოვანია მოსალოდნელი გლობალური დათბობისას.
ქარსაფარი ზოლი არსულებს ეკოლოგიური დერეფნის როლს, ამცირებს ხმაურს, გამონაბოლქვს.
ძალიან ხშირად ქარსაფარი ზოლი ხვდება კერძო მესაკუთრეების საკუთრებაში და ხდება მათი ჩეხვა-განადგურება.
თუ რა მდგომარეობაა ამ მხრივ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რიგ სოფლებში მოგაწვდით თანმიმდევრულად.
ხოლო ამ მნიშვნელოვან გარემოსდაცვით საკითხში მოქალაქეთა ინფორმირება-ადვოკატირების კომპანიას მალე დავიწყებთ ადგილობრივი მედია საშუალებების ჩართულობით.” – წერს ფეისბუქ-გვერდი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share