“რობოტი პეპერის მსგავსი სათამაშო გამოიგონა, ეხლა მობეზრდა და გადააგდო“

ჯანდაცვის ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ STOP COVID-ის აპლიკაცია კიდევ ერთი კლასიკური მაგალითი იყო არამიზნობრივი ხარჯის, რომელიც ქართველ მოსახლეობას ნახევარი მილიონი დაუჯდა.

“კლასიკური მაგალითია არამიზნობრივი ხარჯვის, რაღაც აი რობოტი პეპერის მსგავსი სათამაშო გამოიგონა ჯანდაცვის სამინისტრომ, ითამაშა, ეხლა მობეზრდა და გადააგდო, თუმცა ამის უკან არის ჩვენი გადახდილი ფული იმ კრიზისის პირობებში ნახევარი მილიონი არ არის ცოტა”, – ამბობს ვახტანგ კალოიანი, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

პარტია “ლელოს” წარმომადგენლის, ვატო სურგულაძის, თქმით აპლიკაციის ყიდვა თავიდანვე შეცდომა იყო და საქართველომ ის ავსტრიისგან იყიდა, “სადაც ეს აპლიკაცია საერთოდ აკრძალულია”.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით კომენდანტის საათი არა, მაგრამ  მაგრამ STOP COVID აპლიკაცია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის შემთხვევების დასადგენად დანერგა, გაუქმდა.  სამინისტროს თანახმად, აპლიკაციამ თავისი ფუქნცია უკვე შეასრულა და რადგან პანდემიის მხრივ ვითარება გაუმჯობესდა ამიტომ უქმდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share