კიდევ ერთი საერთაშორისო კვლევა, რომელიც საქართველოში კორუფციის მხრივ გაუარესებულ მდგომარეობაზე მიუთითებს- საერთაშორისო ორგანიზაცია “თრეის ინთერნეიშენალის” ყოველწლიურ რეიტინგში ქვეყანამ 22 საფეხურით გადაიწია უკან.
აქცენტი გაკეთებულია მექრთამეობაზე ბიზნესში. კვლევაში საქართველო 2014 წლის მონაცემებით მე-11-ე ადგილზე იყო, 2022 წელს კი 33 -ე ადგილზე.
ორგანიზაცია ბიზნესის სფეროში არსებულ კორუფციულ პრობლემებს შეისწავლის, კერძოდ ისეთ სფეროებს,
როგორიცაა მექრთამეობა, ხელისუფლებასთან საქმიანი ურთიერთობა და კორუფციული რისკების აღკვეთა.
კვლევაში ნათქვამია, რომ ხელისუფლება მნიშვნელოვან გარიგებებს კონკრეტულ კომპანიებთან ქრთამის სანაცვლოდ დებს.