ანთროპოლოგი გურულების შესახებ

ცნობილი ექიმი და ანთროპოლოგი ივანე პანტიუხოვი მე-19 საუკუნის ბოლოს დაკვირვებებს აწარმოებდა კავკასიელებზე. პანტიუხოვი თავის ნაშრომში აღწერს გურულების ანთროპოლგიურ თავისებურებებს. პანტიუხოვს დასკვნები გაკეთებული აქვს სოფელ სამღვთოდან თბილისში ჩასულ გურულ და-ძმის გიორგი და პელაგია ბოლქვაძეებზე (22 და 16 წლის) დაკვირვების შედეგად, რომლებიც მისივე თქმით პირველად მოხვდნენ ქალაქში, ზოგად აღწერაში პანტიუხოვი ამბობს:
.
„მათი ხასიათი პირველ რიგში ჩანს მათივე თავისუფალ და ამაყ თავდაჭერაში. მიუხედავად იმისა, რომ პირველად მოხვდნენ მათთვის სრულიად უცნობ გარემოში, მათ ქცევაში აშკარად იკვეთება საკუთარი თავისადმი პატივისცემა და პიროვნული ღირსება, რაც თავისთავად აჩვენებს ამ ტიპის თვითმყოფადობას, რაც კიდევ უფრო შთამბეჭდავად თვალნათლივ ჩნდება მათთან ურთიერთობაში.“
.
И. И. Пантюхов – “Антропологические наблюдения на Кавказе” Тифлис 1893 г. (ფოტო ამავე წიგნიდან – და-ძმა გიორგი და პელაგია ბოლქვაძეები სოფელ სამღვთოდან)
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share