ყოფილი პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში,მთავრობის მიერ, ქვეყანის ტერიტორიაზე გაგრძელებულ შეზღუდვებს ეხმაურება და წერს:
“დაახლოებით 2 კვრის წინ ვთქვი რომ ესენი საგანგებოს გაგრძელებას ზაფხულამდე აპირებენ და თითო თვით გაგრძელებით შემოგვაპარებენმეთქი. ჩემიანებმაც კი ეჭვის თვალით შემომხედეს, არ იქნება ეგ სიმართლეო.
ყველაზე მნიშვნელოვანს ზღუდავენ – საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რაც კიდევ უფრო გაუსაძლისს ხდის ისედაც უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილი ადამიანების ცხოვრებას.
და ამ შეზღუდვას არაფერი აქვს საერთო ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან!
ზღუდავენ იმიტომ, რომ პანდემიისთვის ვალად აღებული მილიარდები შეჭამეს!
ზღუდავენ იმიტომ, რომ ყველაზე ძალიან ეშინიათ გაზაფხულზე განრისხებული ხალხის გარეთ გამოსვლის!
ზღუდავენ იმიტომ რომ მათ მონები ჭირდებათ და არა ადამიანები!
მხოლოდ მონას შეიძლება მიუგდო გროშები სამსახურის სანაცვლოდ და მან ხმა არ ამოიღოს!
მხოლოდ მონას შეიძლება უთხრა, გეჩვენება, არ გშიაო და მან ხმა არ ამოიღოს!
მხოლოდ მონას შეიძლება ყველაფერზე ტაში აკვრევინო!
მხოლოდ მონა შეიძლება ბოლომდე მართო და მარიონეტად გადააქციო!
ვისაც მონობა უნდა, დაუკრას ტაში და გააგრძელოს უბადრუკი ყოფა!
ვისაც ჰგონია, ტაქსის ფული თუ აქვს, მონა არ არის, ძალიან ცდება! ისიც მონაა, სხვები რომ ფეხებზე კიდია, ისეთი მონა!
ხოდა დარჩით სახლში, მონებო და მშვიდად უყურეთ, თქვენი უბედურების ხარჯზე როგორ დადიან მთავრობის წევრები რესტორნებში, კურორტებზე, როგორ იწერენ თავისთვის ძვირადღირებულ წამლებს, როგორ აიცრებიან ხარისხიანი პრეპარატებით და ჩვენ უხარისხოს შემოგვტენიან! უყურეთ ამას და თან იმაზე იფიქრეთ რომ ყველა ერთ დღეში ვართ. და სანამ მიხვდებით, რაზე გელაპარაკებით, გვაცალეთ და ნუ გვლანძღავთ მათ, ვისაც ასე ცხოვრება არ შეუძლია და იბრძვის თავისუფლებითვის – ის თქვენი თავისუფლებისთვისაც იბრძვის!
არა უკანონო შეზღუდვებს!
არა მონობას!”- წერს სარიშვილი.