პრემიერმინისტრი გიორგი გახარია აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ, კამალა ჰარისს თანამდებობის ოფიციალურად დაკავებას ულოცავს და აღნიშნავს, რომ მისი არჩევა გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის.
გიორგი გახარია აღნიშნავს, რომ მოუთმენლად ელის კამალა ჰარისთან შეხვედრას სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განმტკიცების გზების განხილვის მიზნით.
“თქვენი არჩევა წარმოადგენს შთამბეჭდავ გზავნილს მთელი მსოფლიოსთვის, ჩემი ქალიშვილის ჩათვლით, რომ აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტის არჩევის შემდეგ, დღეს ყველა ქალს ჩვენს პლანეტაზე შეუძლია ნებისმიერი მიზნის მიღწევა. 2020 წლის არჩევნებმა კიდევ ერთხელ ცხადყო ამერიკის დემოკრატიული ინსტიტუტების ძალა და სიმტკიცე”, — წერს გახარია.