ევროკავშირში მგზავრობის მსურველთა საყურადღებოდ!!!

ევროკავშირში მგზავრობის მსურველთა საყურადღებოდ: 2024 წლიდან, ევროპაში უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე 59 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის, სავალდებულო გახდება მგზავრობის წინასწარი დასტურის (ავტორიზაციის) მიღება ,,ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემიდან“ (ETIAS). მგზავრობის დასტური ევროკავშირის მიერ შემოღებული ახალი მოთხოვნაა შენგენის 27 ქვეყანაში, ბულგარეთში, რუმინეთსა და კვიპროსში შესასვლელად.

გაითვალისწინეთ: ETIAS არ არის ვიზა! უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ძალაში რჩება საქართველოს მოქალაქეების მოკლევადიანი ვიზიტებისთვის ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში.

exclusivetv.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share