დავით მჟავანაძე – პარტიის ლიდერიდან არანაირი შეთავაზება თავმჯდომარეობიდან ჩემს გადადგომაზე არ ყოფილა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, დავით მჟავანაძე, არასწორს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მან პარტიის თავმჯდომარისაგან მიიღო შეთავაზება გადადგომის თაობაზე.

მჟავანაძე გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს და მთავარ მიზნად “პროდასავლური ძალების კონსოლიდირებას, ოლიგარქის დამარცხებას და მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენას” ასახელებს:

ამის შესახებ მან განცხადება ფეისბუკის აკუთარ გვერდზე გაავრცელა:

“მსურს გამოვეხმაურო ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობიდან თითქოსდა ჩემი გადადგომით გამოწვეულ ენმ-სა და პირადად ჩემი გულშემატკივრების წუხილებს: არ ვაპირებ ჩემი ინიციატივით თავმჯდომარეობიდან გადადგომას , ამავდროულად, არავითარი მსგავსი შინაარსის შეთავაზებას პარტიის თავმჯდომარის მხრიდან ადგილი არ ქონია . აქვე დავძენ, რომ ენმ უდიდესი გამოწვევის წინაშე ნამდვილად დგას და ეს გამოწვევა შიდადაპირისპირება კიარა, ფოკუსის გასწორება, პროდასავლური ძალების კონსოლიდირება, ოლიგარქის დამარცხება და მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენაა. ჩვენ ამას გაერთიანებული ძალისხმევით აუცილებლად შევძლებთ!” წერს მჯავანაძე.

ამ დღეებში ერთ ერთმა მედია საშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, თირთქოსდა პარტიის თავმჯდოამარემ, ლევან ხაბეიშვილმა ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელს თანამდებობის დატოვება მოსთხოვა.

ცნობისათვის: გუშინ მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, გაავრცელო ინფორმაცია, რომ “ენმ”-ის ყველა რაიონულ ორგანიზაციაში ახალი არჩევნები იგეგმება და პარტიის წევრები და მხარდამჭერები ადგილებზე თავმჯდომარეებს პირდაპირი  წესით აირჩევენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share